რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბეს. ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იური მალაშკო იუწყება.
მისი განცხადებით, დაბომბვამ მშვიდობიანი მოქალაქეები იმსხვერპლა.
“ზაპოროჟიეს რეგიონში რუსული ჯარების მხრიდან დარტყმის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი სამ ადამიანამდე გაიზარდა. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, რომ ოკუპანტების მორიგი ტერაქტის შედეგად, ნანგრევების ქვეშ 11 წლის გოგო და მისი მამა დაიღუპა”, – განაცხადა მალაშკომ.
მისივე ინფორმაციით, ერთ დღეში რამდენიმე ათეული ობიექტი განადგურდა და დაზიანდა. მათ შორის, საცხოვრებელი სახლები, კორპუსები და სამეურნეო შენობები.