LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ryanair ფრენების რაოდენობას ამცირებს

135
-107896936-r2kfr7in

Ryanair ზამთრის სანავიგაციო პერიოდში ფრენების რაოდენობას ამცირებს. კერძოდ, ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია 2020 წლის 25 ოქტომბრიდან 2021 წლის 28 მარტამდე პერიოდში, არსებული სიმძლავრეების მხოლოდ 40%-ით იმუშავებს. Ryanair ფრენების შემცირებას კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირებს.

”ევროკავშირის ქვეყნების მთავრობების მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად იმოქმედა ცენტრალური ევროპიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან, ავსტრიიდან, ბელგიიდან და პორტუგალიიდან საჰაერო მიმოსვლის შესაძლებლობაზე”, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ ფრენების ოპტიმიზაციის ფარგლებში, Ryanair ზამთარში კორკში, შენონსა და ტულუზაში ბაზების დახურავის შესახებაც აცხადებს. ავიაკომპანია თვითმფრინავების რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს ბელგიის, გერმანიის, ესპანეთისა და პორტუგალიის ტერიტორიაზე განთავსებულ ბაზებზეც.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები