ბათუმის მიმართულებით ოპერირებას რუსული ავიაკომპანია S7 Airlines იწყებს. ფრენები ნოვოსიბირსკი-ბათუმის საჰაერო ხაზზე ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, კერძოდ 5 ივნისიდან დაიწყება.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ მარშრუტზე S7 Airlines-ი რეისებს Airbus a320 neo-ს მეშვეობით განახორციელებს. ფრენის ხანგრძლივობა თითქმის 5 საათს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ნოვოსიბირსკი-ბათუმის ავიაბილეთების გაყიდვა, ავიაკომპანია S7 Airlines-ის ვებგვერდზე უკვე დაიწყო.