LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბიზნეს უნივერსალის პროგრამაში სიახლეებია

151
აწა

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ კერძო სექტორის მხარდაჭერას აგრძელებს.

ბიზნეს უნივერსალის პროგრამის ფარგლებში, სესხის პროცენტის თანადაფინანსებისთვის განაცხადების მიღება 2024 წლის 3 იანვრიდან განახლდა.

საქართველოს მთავრობის №365 დადგენილებით, პროგრამაში რამდენიმე ინდუსტრიის მიმართულებით სიახლეებია, კერძოდ:

  • აგროტურისტული და ეკოტურისტული ინდუსტრიების მიმართულება – საქმიანობა უნდა განხორციელდეს მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოში, გარდა, ქ. თბილისისა და ქ.ბათუმის (საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის №4757-Iს დადგენილების ამოქმედებამდე არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში) ტერიტორიებისა;
  • პრიორიტეტულ საქმიანობათა ნუსხას დაემატა ახალი ობიექტის კოდი დასახელებით „C 10.92.0 მზა საკვების წარმოება შინაური ცხოველებისთვის“;
  • „55.20.0 – დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები“ – აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში სესხით/ ლიზინგით სარგებლობისათვის სავალდებულოა, ობიექტი იყოს არაუმეტეს ათნომრიანი/ერთეული დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალება. ამასთან, აღნიშნული საქმიანობა პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოში, გარდა ქ. თბილისისა და ქ. ბათუმის (საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის №4757-Iს დადგენილების ამოქმედებამდე არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში) ტერიტორიებისა;
  • საგრანტო კომპონენტს დაემატა ისეთი საქმიანობა, როგორიცაა „C 25.21.0 ცენტრალური გათბობის რადიატორების და ბოილერების წარმოება“.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g