LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააღდგომო ლელობურთი გურიაში

387
7360FF9D-06C4-4A3F-B051-11E54FC2F23A_cx3_cy1_cw98_w650_r1_s

ლანჩხუთში აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული ლელობურთი მიმდინარეობს. ლელობურთი სოფელ შუხუთის ცენტრში ჩატარდა, სადაც ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთლები ეჯიბრებიან.

https://www.facebook.com/giorgi.zenaishvili.31/videos/2448730831826562/

გადმოცემის მიხედვით, ამ მიდამოებში, 1854 წლის მაისში, გურულების მცირე რაზმმა თურქთა სარდლის სელიმ ფაშას დიდძალი ჯარი ამოხოცა, მათ შორის მოღალატე ჰასან-ბეგ თავდგირიძე და შუხუთფერდის სახელით ცნობილ ბრძოლაში ისტორიული გამარჯვება იზეიმა. მას მერე, აქ ურთიერთობას ლელოს გატანაში ზემოურები და ქვემოურები არკვევენ.

ბოლო წლებში ტრადიციად იქცა, გამარჯვებულ მხარის მიერ ბურთის წაღება სოფელ შუხუთში გარდაცვლილის საფლავზე და ამით მიცვალებულისთვის პატივის მიგება.

წელს ბურთის წონამ 16 კილოგრამს გადააჭარბა.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც მიენიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g