LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: ისტორიულ რეზოლუციაში ჩემი, როგორც პუტინის პირადი პატიმრის ჩართვა – სიტუაციის ზუსტი აღწერაა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მახარებს

33
მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომლის ერთ-ერთ პუნქტში თავად სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზეც არის საუბარი.

„ვითხოვთ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, მათ შორის არის უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი“ – რა წერია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ რეზოლუციაში მისი, როგორც პუტინის პირადი პატიმრის ჩართვა სიტუაციის ზუსტი აღწერაა, მაგრამ ვერ იტყვის, რომ ეს ახარებს:

„ევროპის საბჭოს ისტორიულ რეზოლუციაში ჩემი, როგორც პუტინის პირადი პატიმრის ჩართვა – სიტუაციის ზუსტი აღწერაა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მახარებს. ეს აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და მიმაჩნია, რომ ამ რთულ ვითარებაში საქართველოს ვნებს მეტი შინაგანი კონფრონტაცია და პირიქით, სჭირდება კონსოლიდაცია და საერთო ენის გამონახვა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რეზოლუცია სახელწოდებით „რუსეთის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინაში“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 13 ოქტომბერს მიიღო.

დოკუმენტის მთავარი გზავნილია, გამოცხადდეს ტერორისტულ რეჟიმად რუსეთის ფედერაცია.

რეზოლუციაში საუბარია პუტინის პოლიტიკურ პატიმრებზე და მათ შორის საუბარია მიხეილ სააკაშვილზეც:

„ასამბლეა ითხოვს რუსეთის ფედერაციაში და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების საქმეების განხილვას და მათ გათავისუფლებას, მათ შორის არის უკრაინის მოქალაქე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი“, – აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში.

უსამართლო ჩანაწერია, 600-კაციან ასამბლეაში 56 ხმით შეაპარეს რაღაც ცვლილება, რომელშიც სააკაშვილია მოხსენიებული – კობახიძე PACE-ს რეზოლუციაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g