LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: „ხეებისა და ბაობაბების გადმოტანაში უფრო მეტი სახელმწიფო ფული დაიხარჯა, ვიდრე 9 წელიწადში პრეზიდენტის მიერ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარებაში“

198
მიშა სააკაშვილი

„ხეებისა და ბაობაბების გადმოტანაში უფრო მეტი დაიხარჯა სახელმწიფო ფული, ვიდრე 9 წელიწადში პრეზიდენტის მიერ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარებაში. ეს ყველამ იცის და ყველამ იცის, რომ უბრალოდ დაცინვაა ის, რაზეც აქ არის საუბარი“, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც პატიმრობაში მყოფმა მესამე პრეზიდენტმა აღნიშნა, ყველა ეს საქმე ოთარ ფარცხალაძის მიერაა წამოწყებული.

„მე მინდა დავიწყო ჩემი გამოსვლა იმით, რომ მინდა გამოვიცნოთ, აბა, რა არის საერთო პრეზიდენტ იუშჩენკოს, პრეზიდენტ კაჩინსკის, ვაცლავ ჰაველსა და ორ რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტს შორის, რომელიც მე ჩამოვიყვანე და პროკურორებმა მსუბუქი ყოფაქცევის ქალებად მოიხსენიეს.

ჯაფარიძე: ვუყურებთ ივანიშვილის ახირებას, როგორ ემსახურება მთელი სახელმწიფო მანქანა -  კენიიდან მითვისებული ბაობაბების „სეირნობითაა“ დაკავებული

„მან უცებ შეძლო, რომ 5-ზე მეტ სოფელს ელექტროენერგია შეეზღუდა, ტრაფარეტები ცენტრალურ მაგისტრალზე აქეთ-იქით მიცვენილია.“

ყველანი ისინი ძალიან აღიზიანებენ ვლადიმერ პუტინს. ყველაფერი დაიწყო ვარდების რევოლუციის შემდეგ, რომელმაც ყველაფერი მოიყვანა მოძრაობაში.

მინდა გითხრათ, რომ რაც შეეხება ხარჯებს, ხეებისა და ბაობაბების გადმოტანაში უფრო მეტი დაიხარჯა სახელმწიფო ფული, ვიდრე 9 წელიწადში პრეზიდენტის მიერ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარებაში.

ეს ყველამ იცის და ყველამ იცის, რომ უბრალოდ დაცინვაა ის, რაზეც აქ არის საუბარი და ყველა ეს ხალხი, ვინც მე ჩამოვთვალე და ჩემი არსებობა, საშინლად აღიზიანებს რუსეთს. მათ კონკრეტულად გამოაგზავნეს ფარცხალაძე, რომელმაც აღძრა ეს საქმეები.

ფარცხალაძემ კონკრეტული გვარები ამოარჩია, კონკრეტულად ყველა რუსეთის მტრები. თავის დროზე რუსები მთავაზობდნენ, რომ დამენიშნა ვალერი ხაბურძანია უშიშროების მინისტრად და მაშინ ხელს არ დამაკარებდნენ, მერე ამათ დანიშნეს ფარცხალაძე პროკურორად და მშვენივრად მონახეს საერთო ენა. ამიტომ ეს საქმე წარმოდგება სწორედ ამისგან“. – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მოსამართლე, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესის დისტანციური ჩართვიდან გათიშეს.

როგორც მოსამართლემ სხდომაზე აღნიშნა, სააკაშვილი „გლობალურ პოლიტიკურ საკითხებს ეხება და ის სასამართლოში პოლიტიკურ მიმომხილველად არ არის მოწვეული“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები