LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: ხორცის ყიდვა პენსიონერს არ შეუძლია – დააკვირდით, სტუდენტები მასობრივად ყიდულობენ ლობიანებს, არ ყიდულობენ ხაჭაპურს, რადგან ის 50 თეთრით უფრო ძვირი ღირს

137
მიხეილ სააკაშვილი

„ხორცის ყიდვა პენსიონერს არ შეუძლია-დააკვირდით, სტუდენტები მასობრივად ყიდულობენ ლობიანებს, არ ყიდულობენ ხაჭაპურს მარტივი მიზეზის გამო, ხაჭაპური ღირს 50 თეთრით უფრო ძვირი, ვიდრე ლობიანი. ასეთი ისტორიებისგან შედგება დღეს ჩვენი ცხოვრება,“ – ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილი: „მე ვნახე მექსიკის ნარკოკარტელების სარდაფში მსხდომი ქართველები.. ეს ხალხი მთლიანად ივანიშვილის სინდისზეა“

„ჩვენი საკნის ფანჯრები უყურებს ახალ ნარკოლოგიურს, რომელიც საქართველოში გაიხსნა. სოკოებივით იზრდება ნარკოლოგიურების რაოდენობა. საქართველოში შემოდის ძალიან დიდი რაოდენობით ძალიან საშიში ნარკოტიკი. თუ ჩვენ დროს მკვეთრად შემცირდა ნარკომანია, ახლა ისე იზრდება და ისეთი საშიში ხდება… სიხარულიძე, ნარკოლოგი მოგვიწოდებს, რომ ნარკოპოლიტიკა გვჭირდება და ახალი მიდგომები.

წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც 90-იან წლებში გადაშენდა მთელი თაობა, ასეთივე გადაშენება ემუქრება ქართველ ახალგაზრდობას. 2023 წლის მონაცემებით, 883 ათას ადამიანს დალომბარდებული აქვს ნივთები. იმავე წელს ბანკის მოგება იყო 2 მილიარდ 700 მილიონი. ჩემს მმართველობასთან შედარებით ბანკების მოგება გაიზარდა ოთხჯერ. 898 ათასი პენსიონერიდან 360 ათას პენსიონერს აქვს საპენსიო სესხი აღებული.

საპენსიო სესხი უნდა განულდეს, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, სანამ ისინი წააგებენ არჩევნებს საპენსიო სესხი გაანულონ.

პენსიონერს აქვს არჩევანი, მან უნდა იყიდოს ან ხორცი, ან სამარე. ხორცის ყიდვა საშუალო პენსიონერს არ შეუძლია. დააკვირდით, სტუდენტები მასობრივად ყიდულობენ ლობიანებს, არ ყიდულობენ ხაჭაპურს მარტივი მიზეზის გამო, ხაჭაპური ღირს 50 თეთრით უფრო ძვირი, ვიდრე ლობიანი.

ასეთი ისტორიებისგან შედგება დღეს ჩვენი ცხოვრება. 350 ათასი ადამიანი იღებს 800 ლარამდე ხელფასს, აბა იცხოვრეთ 800 ლარის შემოსავლით. ყოველ წელს ორმაგდება იმ სკოლის მოსწავლეების რაოდენობა, რომლებიც სწავლას წყვეტენ, რადგან მშობლებს ევროპაში მიჰყავთ, არ დაედგომებათ საქართველოში. ეს არის დაკარგული თაობა. ჩვენი ახალგაზრდების ნაწილი იკარგება ნარკოტიკებისგან, ნაწილი ემიგრაციაში. სოციალურთა დაუცველთა რაოდენობა 600 ათასს აღემატება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები