LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სააკაშვილი მკურნალობის კურსს უნდა დაემორჩილოს და შეეგუოს, რომ სასჯელის მოხდა უწევს” – წულუკიანი

152
BeFunky-collage - 2022-12-05T234754.253

ვუსურვოთ, დაემორჩილოს მკურნალობის კურსს, რაღაცნაირად გაიაზროს, რომ ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი და ასეთ დროს კანონით გათვალისწინებულია სასჯელის მოხდა, – აღნიშნულის შესახებ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აცხადებს.

მისივე თქმით, ეს მისი რეალობაა და ამ რეალობასთან შეგუება არ იქნებოდა ურიგო იმისათვის, რომ შესაბამისად, მის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობაზეც დადებითად აისახოს.

„რასაკვირველია, პატიმრობა არავისთვის არის დალხენილი მდგომარეობა და ასე არის მოცემული პატიმრისთვის, ბატონი სააკაშვილისთვის. მას შეიძლება, მხოლოდ თუ კი მისი სიცოცხლის ინტერესში ვმოქმედებთ, ვუსურვოთ, დაემორჩილოს მკურნალობის კურსს, რაღაცნაირად გაიაზროს, რომ ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი და ასეთ დროს კანონით გათვალისწინებულია სასჯელის მოხდა.

ეს მისი რეალობაა და ამ რეალობასთან შეგუება არ იქნებოდა ურიგო იმისათვის, რომ შესაბამისად, მის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობაზეც დადებითად აისახოს, რომ პატიმარი ათვითცნობიერებს, რომ დანაშაული ჩაიდინა და შესაბამისად, სასჯელის მოხდისას თვითონვე არის ადეკვატური სასჯელთან.

ვფიქრობ, რომ მის დაავადებას ბრჭყალებში ალბათ, ასე ჰქვია, რომ მას აქვს ადეკვატურობის პრობლემა საკუთარ საქციელთან წარსულში და სასჯელთან, რომელიც მას დამოუკიდებელმა მოსამართლემ მიუსაჯა. ეს არ არის არავისთვის გასახარი და ყველა პატიმარს ჩვენ ყოველთვის ვუსურვებთ კარგად ყოფნას და ჯანმრთელად ყოფნას იმ საკანში, რომელშიც ის იმყოფება“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ამავე თემაზე:

გიორგი გრიგოლია – მიხეილ სააკაშვილთან უკვე კახექსიური მდგომარეობაა, რაც შეიძლება გართულდეს სისხლდენებით, ინსტულტით და ინფარქტით

“ზურაბიშვილი არ შეიწყალებს სააკაშვილს.. ის არ გადადგამს არცერთ ნაბიჯს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, ზურაბიშვილი რიტორიკულად ეპრანჭება დასავლეთს” – გია ხუხაშვილი

სააკაშვილს ნებისმიერი გართულება შეიძლება ჰქონდეს, ექიმები მზად არიან და რეანიმაციის განყოფილებაც მზად არის – გიორგი გრიგოლია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g