LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ზურაბიშვილი არ შეიწყალებს სააკაშვილს.. ის არ გადადგამს არცერთ ნაბიჯს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, ზურაბიშვილი რიტორიკულად ეპრანჭება დასავლეთს” – გია ხუხაშვილი

168
გია-ხუხაშვილი

„მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოხსნის პოლარიზაციის მიზეზებს“, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, სააკაშვილის საკითხი ქვეყანაში მაღალ საფრთხეებს აჩენს.

„ვფიქრობ პირპიქით, სააკაშვილის გათავისუფლება მოხსნის პოლარიზაციის მიზეზებს. პოლიტიკური სივრცე გაიხსნება, ადამიანებს მიეცემათ საშუალება, რომ პრობლემებზე ისაუბრონ. დღეს კი თითქოს არაფერი არ არსებობს სააკაშვილის გარდა. ეს მაღალ საფრთხეებს აჩენს ქვეყანაში და მისი ფაქტორის მოხსნა ბევრ პრობლემებს მოხსნის.

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური ფასი უკვე გადაიხადა.

ფორტუნას კითხვაზე, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს ? – ექსპერტმა უპასუხა, რომ არა.

„პრეზიდენტი არ გადადგამს არცერთ ნაბიჯს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. მან თავისი ნიშა იპოვა პოზიციონირებისთვის. ის ეპრანჭება დასავლეთს რიტორიკულად. არ მაქვს იმედი, რომ ის შეიწყალებს სააკაშვილს, სკეპტიკურად ვუყურებ ამ ყველაფერს“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g