LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: „მოსკოვის ინტერესი დღესავით ნათელია, როგორც ძაღლი მოინიშნავს ხოლმე თავის ტერიტორიას, ასევე იყენებს კრემლი ამ კანონს თავისი სამფლობელოს შემოსაღობად“

146
მიხეილ სააკაშვილი

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას ავრცელებს და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დაინიცირებას ეხმიანება.

„ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში ისევ დააინიცირებს

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „მოსკოვის ინტერესი დღესავით ნათელია და კრემლი ამ კანონს თავისი სამფლობელოს შემოსაღობად იყენებს“.

„სინამდვილეში რა მოხდა – იმ დღეს, როდესაც ყირგიზეთმა „რუსული კანონი“ მიიღო, ივანიშვილს ურეკში მოსკოვიდან გამოგზავნილი კურიერი შეხვდა. ივანიშვილმა იმავე საღამოსთვის დანიშნა „ოცნების“ პოლიტსაბჭო.

ის თბილისში ჩამოფრინდა, დაელოდა მეორე დღეს რუსული კანონის ხელახლა შემოტანის დაანონსებას, რის შემდეგაც თბილისიდან დემონსტრაციულად გაფრინდა. ოღონდ, გამოცხადებისას ხაზი გაესვა, რომ ივანიშვილი კანონის მიღებაში აქტიურად იყო ჩართული – ესეც, რა თქმა უნდა, მოსკოვის გასაგონად.

მოსკოვის ინტერესი აქ დღესავით ნათელია. როგორც ძაღლი მოინიშნავს ხოლმე თავის ტერიტორიას, ასევე იყენებს კრემლი ამ კანონს თავისი სამფლობელოს შემოსაღობად.

აი, ივანიშვილისთვის კი, ეს უდიდესი რისკია. მას იმედი აქვს, რომ უკიდურეს ძალადობას მიმართავს, მაინც გაიტანს ამ კანონს და პარალელურად დააჩმორებს ქართულ საზოგადოებას. ეს მისთვის სწორედაც რომ ქართული საზოგადოების დაჩმორების კანონია.

უნდა გვესმოდეს და ვემზადოთ იმისთვის, რომ ამჯერად ივანიშვილი ბევრად მეტ ძალადობასა და რეპრესიებს მიმართავს, ვინაიდან ეს მისთვის გენერალური ბრძოლაა, ეს კი უკიდურეს არეულობას გამოიწვევს. ჩვენ არ უნდა გავატანინოთ კანონი და არ უნდა ავარევინოთ.

ახლა ხანდახან მესმის მოტივი – „მიუხედავად იმისა, გაიტანს კანონს თუ არა, მაინც არჩევნებზე გადაწყდება ყველაფერი“. აქ სულ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ კანონის წინააღმდეგ პროტესტმა შედეგი არ გამოიღო, ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნებისთვის თავიდან აიცილებს ელექტორალურ რევოლუციას, ვინაიდან საზოგადოება უკვე დემოტივირებული იქნება.

სწორედ ამიტომ, ოლიგარქის დამარცხების გასაღები მობილიზაციაში, ერთიანობასა და სიმტკიცეშია.

სააკაშვილი: „რუსული კანონის შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს.. უნდა ვიყოთ ერთიანი, მტკიცე და არც კანონის გატანის, არც არევის საშუალება არ უნდა მივცეთ“

სინამდვილეში რა მოხდა – იმ დღეს, როდესაც ყირგიზეთმა “რუსული კანონი” მიიღო, ივანიშვილს ურეკში მოსკოვიდან გამოგზავნილი…

Posted by Mikheil Saakashvili on პარასკევი, 05 აპრილი, 2024

პოპულალურები