LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: „რუსული კანონის შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს.. უნდა ვიყოთ ერთიანი, მტკიცე და არც კანონის გატანის, არც არევის საშუალება არ უნდა მივცეთ“

141
მიხეილ სააკაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, საკანონმდებლო ორგანოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს კვლავ დააინიცირებენ, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში ისევ დააინიცირებს

„რაც შეეხება პროვოკაციას „უცხოელი აგენტების კანონის“ თაობაზე, „ოცნებამ“ იცის, რომ მათი მმართველობა მთავრდება. მათ გაანადგურეს ეკონომიკა, უსაშველოდ აწიეს ფასები, ასობით ათასი ქართველი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო.

ახლა ამ რუსული კანონის შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, მტკიცე და არც კანონის გატანის, არც არევის საშუალება არ უნდა მივცეთ.

არჩევნებამდე გაძლიერებული უნდა მივიდეთ. მოვიყვანოთ ახალი მთავრობა, რომელიც „ოცნებასთან“ ერთად სიღარიბესა და უპერსპექტივობას მოგვაშორებს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

რაც შეეხება პროვოკაციას "უცხოელი აგენტების კანონის" თაობაზე, "ოცნებამ" იცის, რომ მათი მმართველობა მთავრდება. მათ…

Posted by Mikheil Saakashvili on ოთხშაბათი, 03 აპრილი, 2024

ამავე თემაზე:

ალეკო ელისაშვილი: „ვისაც უნდა ნორმალურ ქვეყანაში, ვისაც უნდა, ქვეყანა ევროპის ნაწილი გახდეს, აბჯარი აისხით, მოემზადეთ დიდი ვნებათაღელვა და ცემა-ტყეპა გველის. ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ!“

ზურაბ ჯაფარიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე: „ქუჩა და პროტესტი არის ერთადერთი გზა, ჩვენ გვაქვს უკვე კონსულტაციები სხვა პარტიებთან

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

„მართლებს არასდროს არაფრის ეშინიათ – უკიდურესი პროვოკაციების რისკებს დავაზღვევთ, მათ შორის საინფორმაციო თვალსაზრისითაც – უნდა ვაღიაროთ, შარშან კომუნიკაციაში ბოლომდე გამართულები ვერ ვიყავით“ – მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახლა ინიციირებაზე

„აგენტების რუსული კანონი შემოაქვთ. ქუჩაში გამოსვლის დროა!“ – რომან გოცირიძე

პარლამენტის თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა – პაპუაშვილის განცხადებით, მიკროფონს გაუთიშავს ყველას, ვინც უმრავლესობის კანონპროექტს „რუსულს“ უწოდებს

ზარქუა: „ამ უსამშობლოებმა და ხელმოცარულებმა ხალხი შეცდომაში რომ არ შეიყვანონ, ვაკონკრეტებ, კანონპროექტი არ ეხება სტუდენტების დაფინანსებას, სოფლის მეურნეობაში ჩართულ პროგრამას, შშმ პირებს და არცერთ ფიზიკურ პირს“

პოპულარულები