LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჯაფარიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე: „ქუჩა და პროტესტი არის ერთადერთი გზა, ჩვენ გვაქვს უკვე კონსულტაციები სხვა პარტიებთან

141
ფოტო: რადიო „თავისუფლება“ - ზურაბ ჯაფარიძე

„ქუჩა და პროტესტი არის ერთადერთი გზა.. მე არ ვიცი, ამის მზაობა ახლა რამდენად არსებობს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უკვე გვაქვს კონსულტაციები სხვა პარტიებთან“, – ამის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ჯაფარიძის აზრით, „მიუხედავად იმისა, ისინი [„ქართული ოცნება“] მოახერხებენ თუ არა ამ კანონის გატანას, ისინი ამ მიზნის მიღწევას მაინც ახერხებენ, ამიტომ ვხედავთ პერმანენტულ თავდასხმებს დასავლურ ფონდებზე, რომელიც არ შეწყვეტილა, განსაკუთრებით პაპუაშვილის მხრიდან.“

პარლამენტის თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა – პაპუაშვილის განცხადებით, მიკროფონს გაუთიშავს ყველას, ვინც უმრავლესობის კანონპროექტს „რუსულს“ უწოდებს

„ნემისმიერ შემთხვევაში, მათ პასუხი უნდა გასცეს ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, არჩევნებზე, 26 ოქტომბერს. ეს ხალხი უნდა შეიცვალოს და ამ ქვეყანაში უნდა მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც რეკომენდაციებს შეასრულებს.

ასევე ნახეთ

„არ ასვენებთ გამჩენი. ეტყობა რაღაც ვალდებულებები აქვთ ამ რუსებთან და ისინი ავალდებულებენ, თორემ ახსნა ლოგიკური და ნორმალური ამას არ აქვს, რაც დღეს ხდება“.

ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენ გვჭირდება ნორმალური სასამართლო, ნორმალური არჩევნები.

გვარამია: „ეს არის ხაფანგი – რუსული კანონის მიღება იგეგმება ევროპის ჩემპიონატისას, რომ ხალხს არ ეცალოს“

მათ შორის, ეს მოგვცემს საშუალებას გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან. ქუჩა და პროტესტი არის ერთადერთი გზა, მე არ ვიცი, ამის მზაობა ახლა რამდენად არსებობს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უკვე გვაქვს კონსულტაციები სხვა პარტიებთან.“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

ფოტო: რადიო „თავისუფლება“