LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი: „ვისაც უნდა ნორმალურ ქვეყანაში, ვისაც უნდა, ქვეყანა ევროპის ნაწილი გახდეს, აბჯარი აისხით, მოემზადეთ დიდი ვნებათაღელვა და ცემა-ტყეპა გველის. ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ!“

205
ალეკო ელისაშვილი

„ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ! ყველას მოვუწოდებ, ვინც არის ნორმალური ადამიანი ამ ქვეყანაში, ვისაც უნდა ნორმალურ ქვეყანაში, ვისაც უნდა, რომ ეს ქვეყანა ევროპის ნაწილი გახდეს, აბჯარი აისხით, მოემზადეთ დიდი ვნებათაღელვა და ცემა-ტყეპა გველის. ეს არ უნდა გავატანინოთ!“ – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კანონპროექტი სახელწოდებით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, „საქართველოში არ უნდა გავიდეს“.

„ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში ისევ დააინიცირებს

ალეკო ელისაშვილის შეფასებით, ტყუილია იმაზე ლაპარაკი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები „რაღაც ბნელ ფულს იღებენ“.

„ეს არის მავნებლობა, რასაც აკეთებენ. ეს არის ბოროტება ამ ქვეყნის წინააღმდეგ. ერთხელ ხომ აწვალეს ეს ქვეყანა, ერთხელ ხომ კინაღამ ამობრუნდა ყველაფერი ამ ქვეყანაში, ახლა ატრიალებენ ისევ ამ კანონს.

ასევე ნახეთ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში დღესვე დაინიციირდება და მას საკანონმდებლო ორგანო, დაჩქარების გარეშე მიიღებს.

ვეუბნები, რომ არ გინდათ ამის კეთება, რუსულია. არ უნდა გავატანინოთ, რა რუსული კანონი, საქართველოში არ უნდა გავიდეს, ეს კანონი პარლამენტმა არ უნდა მიიღოს, მორჩა და გათავდა.

ზარქუა: „ამ უსამშობლოებმა და ხელმოცარულებმა ხალხი შეცდომაში რომ არ შეიყვანონ, ვაკონკრეტებ, კანონპროექტი არ ეხება სტუდენტების დაფინანსებას, სოფლის მეურნეობაში ჩართულ პროგრამას, შშმ პირებს და არცერთ ფიზიკურ პირს“

[„ქართული ოცნების“] არგუმენტები არ მაინტერესებს, ყველაფერი გამჭვირვალეა, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება 100%-ით არის გამჭვირვალე. ტყუილია იმაზე ლაპარაკი, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია რაღაც ბნელ ფულს იღებს.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

არ ასვენებთ გამჩენი. ეტყობა რაღაც ვალდებულებები აქვთ ამ რუსებთან და ისინი ავალდებულებენ, თორემ ახსნა ლოგიკური და ნორმალური ამას არ აქვს, რაც დღეს ხდება“. – განაცხადა ელისაშვილმა.

„აგენტების რუსული კანონი შემოაქვთ. ქუჩაში გამოსვლის დროა!“ – რომან გოცირიძე

პოპულარულები