LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი მოუწოდებს ქართველ ხალხს, ხვალ ყველანი გამოვიდნენ აქციაზე, ეს საერთო სახალხო აქციაა – ადვოკატი

47
1

“სააკაშვილი მოუწოდებს ქართველ ხალხს, ხვალ ყველანი გამოვიდნენ აქციაზე. ეს არ არის პარტიული აქცია, ეს არ არის “ნაციონალური მოძრაობის” აქცია – ეს არის საერთო სახალხო აქცია, ოლიგარქიულ რეჟიმს რომ არ მიეცეს საშულება, პირად ტყვეობაში და მძევლობაში ჰყავდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი”, – ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

ადვოკატმა სააკაშვილის მოწოდებაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც ყოფილ პრეზიდენტს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდა.

ბასილაიას თქმითვე, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უფრო პრობლემური ხდება და დღესაც თვალნათელი იყო შიმშილობის ნეგატიური ეფექტები – გამოიყურებოდა ძალიან ფერმკრთალად:

“მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უფრო პრობლემური ხდება და დღესაც თვალნათელი იყო შიმშილობის ნეგატიური ეფექტები – გამოიყურებოდა ძალიან ფერმკრთალად და ის ჩივილები, რაც აქამდე არსებობდა კიდევ უფრო გამძაფრებულია, საუბარია გადაადგილების სირთულეზე, საუბარია მოტორიკის ცვლილებაზე.

ჩვენ ყველას გვესმის, რომ ეს შიმშილობა არის მისი უკომპრომისო გადაწყვეტილება და შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება ბუნებრივი თანმდევი პრობლემაა. უნდა ითქვას, რომ მიშა მორალურად არის ძალიან მხნედ და მოუწოდებს საზოგადოებას, მოუწოდებს ქართველ ხალხს, რომ ხვალ ყველანი გამოვიდნენ აქციაზე.

ეს არ არის პარტიული აქცია, ეს არ არის ”ნაციონალური მოძრაობის” აქცია, ეს არის საერთო სახალხო აქცია, რომ არ მიეცეს ოლიგარქიულ რეჟიმს საშულება პირად ტყვეობაში და მძევლობაში ჰყავდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. ჩვენ ყველას გვესმის, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ეს არ არის მართლმსაჯულების საკითხი, ეს საკითხი ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირ დაადასტურა, რომ არის პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხი. ეს არის მიუღებელი, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება ტყვეობაში. ხვალ ხალხის სიმრავლეს და ხალხის მკაფიო ნებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.” – თქვა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, 14 ოქტომბერს “ნაციონალური მოძრაობა” აქციას მართავს. როგორც პარტიაში აცხადებენ, აქცია არ არის კონკრეტულად “ნაციონალური მოძრაობის” და ის არის ყველა იმ ადამიანის, რომელიც თვლის, რომ დღეს ქვეყანაში უსამართლობაა გამეფებული და მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმარია და უნდა გათავისუფლდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g