LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი პრინციპული ადამიანია, მზად არის მოკვდეს: ლიზა იასკო

267
მიხეილ სააკაშვილი ლიზა იასკო 1111

უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სიკვდილისთვის მზადაა, რომ საზოგადოებას ცვლილებების აუცილებლობა აჩვენოს.

ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის პარტნიორმა, “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

იასკო საქართველოს ხელისუფლებას ქმედით ნაბიჯების გადადგომისკენ მოუწოდებს.

“ის პრინციპული ადამიანია, მზად არის მოკვდეს, რომ აჩვენოს ყველას, რომ უდანაშაულოა და მზად არის ამ რადიკალური ნაბიჯისთვის, რომ აჩვენოს სხვა ადამიანებს ცვლილებების აუცილებლობა. არ მინდა ვინმეს ჰქონდეს განცდა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ნაბიჯების გადადგმა საჭირო არ არის. ახლა მოქმედების დროა! თუ ჩვენ გვინდა ცვლილებები, საჭიროა მოვითხოვოთ ის”, – ამბობს ლიზა იასკო.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 39-ე დღეა შიმშილობს.

ვერ წარმოვიდგენდი თუ საქართველოში სიკვდილი დასჯას აღადგენდნენ და აღადგენდნენ ჩემთვის: მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა და დღეს ეზიარა – ასეთი იყო დავით აღმაშენებელი და დემეტრე თავდადებული: მეუფე ნიკოლოზი

ცნობისთვის, დღეს, თბილისში თავისუფლების მოედანზე 8 საათზე ენმ-ის მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g