LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი თანახმაა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლაში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი ჩაერთოს – ადვოკატი

61
1

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის და დეტალური ანალიზის მიზნით, ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი გამოიყენონ, – ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ხუნდაძე: სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, სპეციალური ჯგუფი შეიქმნება

როგორც გელხაურმა აღნიშნა, არავის არაფერი აქვს დასამალი.

ადვოკატის თქმითვე, ასევე მნიშვნელოვანია პირადი ექიმის ვიზიტი სააკაშვილთან:

“არანაირი წინააღმდეგობა არ აქვს მიხეილ სააკაშვილს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაერთონ ეს ექიმები. უბრალოდ მნიშვნელოვანია, მისი პირადი ექიმის ვიზიტი სასჯელაღსრულებაში.

კი ბატონო, მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, არავის არაფერი დასამალი არ აქვს. ის მორალურად არის ძალიან მხნედ. სპეკულაციები ის უფრო არის, როდესაც რაღაც ექიმების ჯგუფზე ვსაუბრობთ, როდესაც მის პირად ექიმს არ ეძლევა მონახულების საშუალება. სპეკულაციები, რომ თავიდან ავირიდოთ, თანახმაა მაგრამ, მნიშვნელოვანია მისი პირადი ექიმის ვიზიტი მასთან.” – აღნიშნა გელხაურმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტრომ ჯანდაცვის მინისტრს მიმართა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი შეიქმნას, ამის შემდეგ კი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ შეიქმნება ჯგუფი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის როგორც ჯანმრთელობის, ასევე მის უფლებრივ მდგომარეობას მუდმივ მონიტორინგს გაუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g