LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი ტირილის და გოდების ფორმით ემპათიური გრძნობების გამოწვევას ცდილობს: ღუდუშაური

69
Untitled design (1)

მმართველი პარტიის წევრი, ალუდა ღუდუშაური ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს საკვების მიღება დაიწყოს და რეალობას დაუბრუნდეს.

ღუდუშაურის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტი ტირილის და გოდების ფორმით ქვეყანაში ემპათიური გრძნობების გამოწვევას ცდილობს.

შეკითხვაზე, რამდენად ენდობა იმ ექიმებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებენ, ღუდუშაური პასუხობს:

“სააკაშვილის განცხადებას უფრო ვენდობი – რომ ახლა არის იმის დრო, რომ ქვეყანაში არეულობის კერები შეიქმნას და ბრძოლის დროა, ეს განცხადებაა უფრო სარწმუნო. მე ვენდობი იმ განცხადებას, რაც პენიტენციურმა სამსახურმა გააკეთა და ვენდობი ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც ყველაფერს გააკეთებს სააკაშვილისთვის, არა როგორც ერთი პატიმრისთვის, არამედ ყველა დანარჩენი პირისთვის.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის საყურადღებო – დიმიტრი ხუნდაძე

არავის უწამებია, მისი არანაირი უფლება არ დარღვეულა, ერთადერთი უფლება, რაც საკუთარ თავს დაურღვია იყო ის, რომ ქვეყანაში როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოიპარა, ძალიან მხდალი ადამიანის გადმოსახედიდან აკეთებს განცხადებებს. შემოიპარა, არაჟნებს ამოეფარა, შემდეგ კუნთებზე იყურებოდა – ახლა დაგასრულებ და ა.შ. ეს რომ ვერ შეძლო, მიმართა იმ გზას, რომ ტირილის და გოდების ფორმით ცდილობს ემპათიური გრძნობების გამოწვევას ქვეყანაში. ახლა თუ ჰგონია, რომ რაც უფრო ამორალურ განცხადებებს გააკეთებინებს წარსულში მასთან პოლიტიკურ ქორწინებაში მყოფ უგულავას, ეს შედეგს მოუტანს, ძალიან ცდება. მას აქვს ეს მოცემულობა, რომ უწევს ქართული მართლმსაჯულების ქვეშ ყოფნა და ამას უნდა შეეგუოს. მასთან მიმართებით ცოტათი დაგვიანდა, მაგრამ მართლმსაჯულებამ მის თავზე იზეიმა.

მოვუწოდებ სააკაშვილს, დაუბრუნდეს რეალობას, მიიღოს საკვები. თუ მასთან დაკავშირებით რაიმე ხდება, ეს არის მისი, როგორც ზრდასრული პირის პასუხისმგებლობა, ასევე, იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, ვინც მას უკიჟინებდა, რომ ამ ფორმით ქაოსური სიტუაციის შექმნა შეიძლება”, – აცხადებს ღუდუშაური.

 

იაგო ხვიჩია: გვინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაიქცეს ქართული პოლიტიკიდანაც და ციხიდანაც

mazda magti 5g