თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება, მას ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა მოუწევს, – ეს განცხადება დედაქალაქის მერმა და “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კალაძემ გააკეთა.
თბილისის მერის თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლა საინტერესო არ იქნება და თუ ჩამოვა, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
“არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ შეიცვლება, ქვეყანა გააგრძელებს ცხოვრებას და დაგეგმილია უამრავი პროექტი” – კახა კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა აუცილებლად მოუწევს. მერმა საკუთარ გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისში იქნება აღმშენებლობა, განვითარება და სამუშაო ადგილები. “ეს აინტერესებს ხალხს” – აღნიშნავს კალაძე.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში 2 ოქტომბრის საღამოს ჩამოვა. მან სოციალურ ქსელში ნაყიდი ბილეთიც გამოაქვეყნა.