წითელი ინტელიგენციის ნაწილმა ჩათვალა, რომ ”რუსთავი2”-ის საქმე უკვე წასულია და დაკავდნენ ჩემზე და ”ნაციონალურ მოძრაობაზე” თავდასხმით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ქალთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა.
”გალაკტიონის და ვაჟას სამშობლოში ლაშა ბუღაძემ გადაწყვიტა რომ პოეტია, ყველას შეუძლია იყოს, მაგის ნაწერი მე მაინცდამაინც არაფერი მახსოვს, არადა პოეზია ძალიან მიყვარს, მაგრამ მახსოვს, რომ გადამწყვეტ მომენტებში ყოველთვის გვერდზე უგანებს ჩვენს ქვეყანას. მე ვამბობ, რომ ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. როდესაც საუბარია, რომ გადამწყვეტ მომენტებში ერთად უნდა დავდგეთ, ყველაფრის გადმობრალება იმ ხალხისთვის, რომლებმაც შექმნეს ქართული სახელმწიფო, შენ როცა არაფერი შეგიქმნია, არის ამორალურობა, არაწორი და უზნეო საქციელი. არც გამიკვირდა, თამარ მეფის გმობით დაიწყო კარიერა და ჩემსას რომ გმობდეს რა გასაკვირია? უბრალოდ, პრობლემა ის არის, რომ ამ ხალხმა ბოლომდე ვერ გაითავისა, რა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ჩვენ შევქმენით ქართული სახელმწიფო, რომელსაც შენატრის ყველა პოსტსაბჭოთა სახელმწიფო და აღმოსავლეთ ევროპა. ყველა რეიტინგით საქართველო საერთოდ სხვა ლიგაში თამაშობს”, – განაცხადა სააკაშვილმა.
