LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის ადვოკატი: წაუყენონ საზღვრის კვეთაზე ბრალდება, რატომ არ უყენებენ? მისი სასამართლო დარბაზში გამოჩენის ეშინიათ – ეს არის სიმართლე!

146
ბექა ბასილაია

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი უფლებადამცველები მივიდნენ.

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, შესაბამისად, სამართლებრივი საკითხები წინა პლანზე ფიზიკურად არ არსებობს.

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი არც იმას გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ სააკაშვილის ნახვა შეუზღუდოს, რათა მისი გზავნილები ვეღარ გააჟღერონ.

სააკაშვილი არის ძალიან მტკიცედ, ვერც წარმომიდგენია “ღარიბაშვილის ციხეში” ყოფნამ რანაირად გატეხოს – ადვოკატი პრემიერის წერილზე

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. შესაბამისად, აქ სამართლებრივი საკითხები წინა პლანზე ფიზიკურად არ არსებობს. როცა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის დავალებით წყვეტს შეუზღუდონ თუ არა ზარები, რა სამართლებრივ პროცედურებზე ვსაუბრობთ. რაც შეეხება მიხელ სააკაშვილთან შეხვედრებს, მას შევხვდებით დღესაც, ხვალ და ყოველთვის.

თუ მაგარი ბიჭები არიან, დანიშნონ სასამართლო პროცესები. უფრო მეტიც, წაუყენონ საზღვრის კვეთაზე ბრალდება, რატომ არ უყენებენ? იმ საწყალ ხალხს რომ უყენებენ, როგორც ზვიად გამსახურდიას მომხრეებს დასდევდა ხუნტა, ისე რომ დასდევენ წოწორიებს, ცომაიებს და სხვებს. საზღვრის კვეთაზე იმიტომ არ უყენებენ ბრალდებას, რომ მერე სასამართლო პროცესის ჩანიშვნა მოუწევთ და ეშინიათ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გამოჩენის – ეს არის სიმართლე.

რეალურად, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არის ზარების შეზღუდვის, მაგრამ ხელისუფლება იმდენად არის დაპანიკებული უკვე სააკაშვილის საქართველოში ყოფნით, რომ არ გამიკვირდება ადვოკატებსაც შეგვიზღუდონ ნახვა, რათა მისი მესიჯები არ გავაჟღეროთ“, – აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g