სააკაშვილის და გუაიდოს ბედი ელის ყველას, ვინც სიცოცხლე მიჰყიდა ამერიკელებს, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ „ტელეგრამზე” პოსტი გამოაქვეყნა.
მისივე თქმით, ყველამ იცის, რომ სააკაშვილი „დასავლეთის მიერ შექმნილი მატერიალია”.
„ყველამ იცის, რომ სააკაშვილი ყველა თვალსაზრისით დასავლეთის მიერ შემუშავებული მატერიალია. (უფრო მეტიც, ორჯერ – მეორედ უკრაინაში)… ჰოდა, ვინ ლობირებს მას? პასუხი მივიღეთ (რა გასაკვირია) ამერიკა. Reuters-მა გამოაქვეყნა გამოძიება ამერიკის იუსტიციის სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით. დგინდება, რომ ამერიკული ლობისტური ჯგუფი Ackerman, რომლის ერთ-ერთი პარტნიორია მასიმო დი ანჯელო, რომელიც ასევე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატია.
სააკაშვილი ფულს იხდის იმისთვის, რომ დასავლეთს ახსოვდეს და სააკაშვილმა უკვე მილიონამდე დოლარი დახარჯა, რათა თბილისიდან გაეყვანათ. სააკაშვილის და გუაიდოს ბედი ელის ყველას, ვინც სიცოცხლე მიჰყიდა ამერიკელებს. ბაიდენისა და ზელენსკის დღევანდელი კადრების ნახვისას, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, თუ რა ბედი ელით ამერიკულ პროექტებს”, – წერს ზახაროვა.
მარია ზახაროვა: „ვცდილობთ, საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებას“