LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობა პუტინის პირდაპირი დავალებაა: გიორგი მარგველაშვილი

159
Untitled design

140-ზე მეტი ყოფილი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირი სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს. გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.

კითხვაზე, თუ დრამატულად განვითარდა მოვლენები რასაც ხელმომწერები არ გამორიცხავთ, როგორ აისახება ეს ქვეყნის იმიჯზე და ევროინტეგრაციის საკითხზე? – მარგველაშვილი პასუხობს, რომ ეს „პირველ რიგში ჩვენს თვითშეფასებაზე აისახება“.

„როდესაც უკრაინა რეალურად ცვლის მსოფლიო პოლიტიკას, ყოველ შემთხვევაში ევრაზიულ პოლიტიკას თავისი გმირული ბრძოლით, ამ დროს სააკაშვილი, რომელიც პუტინის პირადი მტერია და ვისაც პუტინმა პირადად გამოუცხადა, რომ მასზე შურს იძიებდა, ამ კაცს ჩვენ რომ საქართველოში წამებით ვკლავთ, როგორ ფიქრობთ, რა შეხედულება ექნებათ შემდეგ ჩვენზე, იმათ ვისაც არ მოსწონს და არ უყვარს პუტინი. ქვეყანაში, სადაც ყოველ მეორე პრეზიდენტს კლავენ, ცივილიზაციაზე და დემოკრატიაზე ლაპარაკი ბუნებრივია გამორიცხულია“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კითხვაზე, შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობა, რუსეთის პრეზიდენტის პირდაპირი დავალებაა, მარგველაშვილი პასუხობს, რომ „ეს პუტინის პირდაპირი დავალებაა“.

„ეს არის ჩემი ვარაუდი, რომელსაც მნიშვნელოვანწილად ასე მივიჩნევ, რომ ეს არის პირდაპირი დავალება პუტინის და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პუტინის ერთადერთი გამარჯვება ბოლო 6 თვის გამარჯვებაში.

მაშინ, როდესაც ვლადიმერ პუტინის იმიჯი მთლიანად ჩამოინგრა, რომ რუსეთს ჰყავდა მსოფლიოს მე-2 არმია, უძლეველი რუსეთი და პუტინი, რომელიც ყველაფერს ახერხებს, რომ ბირთვულ იარაღს გაისვრის, ეს იმიჯი ქვიშასავით იფშვნება ყოველდღე.

ერთადერთი გამარჯვება, რაც პუტინს დღეს იდეოლოგიურად უჭირავს არის ის, რომ ის მიშას დაემუქრა და ქართველების ხელით აღავლინა ეს მუქარა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g