LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის გამო გამოწვეული ელჩი კიევში დაბრუნდა

65
SaraSeniZe

უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე კიევში დაბრუნდა. ამის შესახებ  ინფორმაციას უკრაინის საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს ელჩი კიევში 21 აპრილს ჩავიდა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ვასილ ბოდნარს შეხვდა.

„ეს უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის 15 აპრილს შემდგარი სატელეფონო საუბრისას მიღწეული შეთანხმების შედეგია“, – აღნიშნავენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეხვედრის დროს მხარეებმა დაადასტურეს მზაობა, გაააქტიურონ უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარება. ვასილი ბოდნარმა საქართველოს ელჩს ინფორმაცია მიაწოდა უკრაინის ირგვლივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მდგომარეობაზე.

„თეიმურაზ შარაშენიძემ სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას და დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს ურყევი მხარდაჭერა“. – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, 2020 წლის 7 მაისს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამის შემდეგ ოფიციალურმა თბილისმა საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე კონსულტაციებისთვის გაიწვია.

საქარველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენებისას უკრაინელ მებრძოლებს თანადგომა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩი უნდა დაბრუნდეს.

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g