LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის მოსანახულებლად ევროპარლამენტარები არ შეუშვეს – ეს ევროპაში ხდება?

236
1613802747-ჟიგიმანტას-პავილიონისი-1

ევროპელი და ლიეტუველი პარლამენტარები : კონსერვატორი ანა ფოტიგა, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე ლიბერალი რაიმუნდას ლოპატა და სოციალ-დემოკრატი ვილია თარგამაძე ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს, – ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს.

„ეს ევროპაში ხდება?“- წერს ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას „ტვიტერის“ პოსტს აზიარებს, სადაც ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულებაზე უარი მიიღო.

მიხილ სააკაშვილთან ციხეში ვიზიტზე უარი მითხრეს: ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g