„ამ კაცის ქმედებები, დიდი ხანია, ქართულ პოლიტიკაზე არსებით ცვლილებებს ვეღარ ახდენს. მგონი, ცუდი არ იქნება, ამას თავადაც თუ გაიგებს“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნება მხოლოდ მის ბედზე თუ იქონიებს გავლენას.
” ერთადერთი რაზეც მისი ჩამოსვლა-არჩამოსვლა გავლენას იქონიებს, არის მისი პირადი ბედი და სამართლებრივი მდგომარეობა”
„ამ კაცს კონფლიქტი აქვს საქართველოს კანონმდებლობასთან, საქართველოს სამართალთან და, შესაბამისად, ერთადერთი რაზეც მისი ჩამოსვლა-არჩამოსვლა გავლენას იქონიებს, არის მისი პირადი ბედი და სამართლებრივი მდგომარეობა. სხვა თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების რაიმე ცვლილებაზე, ეს გავლენას ვერ იქონიებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.