მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკავებულ გიორგი ნარიმანიძეს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო.
ბრალდების მხარე ნარიმანიძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც შეეხება ნარიმანიძის ადვოკატებს, ისინი ნარიმანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან ალტერნატიული სახით, გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.