LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სააკაშვილის სიცოცხლის გარეშე EU-ში წევრობაზე პროგრესი შეუძლებელი იქნება” – სერგეი ლაგოდინსკი

147
BeFunky-collage - 2023-03-14T212134.498

სააკაშვილის სიცოცხლის გარეშე EU-ში წევრობაზე პროგრესი შეუძლებელი იქნება, – აღნიშნულის შესახებ ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ვერ განიხილავენ ქვეყანას კანდიდატად, თუ ის იმგვარად ეპყრობა თავის ყოფილ პრეზიდენტს ან ნებისმიერ პოლიტიკურ პატიმარს, როგორც სააკაშვილს ექცევიან.

„ევროპარლამენტის როლი სტატუსის მინიჭებასა და მთლიანად გაწევრიანების პროცესში საკმაოდ არსებითია. ევროპარლამენტმა სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ძლიერი შეშფოთება გამოხატა და მიიღო რეზოლუცია.

ასე, რომ ჩვენი პოზიცია ძალიან ნათელია და ეს აშკარა იქნება მომავალ პროცესშიც, რომ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გარეშე, ასევე სააკაშვილის თავისუფლების გარეშე ევროკავშირში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით პროგრესი შეუძლებელი იქნება.

ვერ განვიხილავთ ქვეყანას კანდიდატად, თუ ის იმგვარად ეპყრობა თავის ყოფილ პრეზიდენტს ან ნებისმიერ პოლიტიკურ პატიმარს, როგორც სააკაშვილს ექცევიან. ეს აშკარა პოლიტიკური დევნაა.

ევროპულ ოჯახში მსგავსი რამ მიუღებელია. თუ თქვენ გსურთ ევროკავშირის წევრობა ან კანდიდატობა, უნდა აჩვენოთ სასამართლო სისტემაში მინიმუმ სტანდარტი მაინც, რომელსაც ველით”, – აცხადებს “ფორმულას” თარგმანის მიხედვით, ევროპარლამენტარი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ევროპარლამენტში დისკუსია გაიმართა თემაზე „პოლიტპატიმრები, რომელთა სიკვდილის ბრძანება გასცეს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g