LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის წერილი ციხიდან – როდესაც ყველაფერი მივატოვე კიევში და აქ ჩამოვედი, ვიცოდი, რომ დიდი ალბათობით დამაკავებდნენ

459
page

მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გამოაგზავნა, რომელიც ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში ატვირთა.

„ჩემი ძვირფასო თანამებრძოლებო და სათაყვანებელო ქართულო საზოგადოებავ, როდესაც ყველაფერი მივატოვე კიევში და აქ ჩამოვედი, ვიცოდი, რომ დიდი ალბათობით დამაკავებდნენ. სრულიად მოგონილი ყალბი განაჩენებით, რომელიც თავის დროზე მათ შორის პუტინის დაკვეთით გამომიტანეს.

მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა, რუსეთის გარდა მას არ აღიარებს, მაგრამ მე მაინც ჩამოვედი, რადგან მჯერა ჩვენი ქვეყნის და თითოეული თქვენგანის. 

ძალიან მინდა, გთხოვოთ, ხვალ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, რათა არ დაიკარგოს არც ერთი ხმა და ამის შემდეგ ყველამ ერთად დავიცვათ რეფერენდუმის შედეგები.

ჩემი თავისუფლება და რაც ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია. საქართველოს თავისუფლება მთლიანად დამოკიდებულია თქვენს აქტიურობაზე და ბრძოლისუნარიანობაზე უახლოეს დღეებში. 

ამაზეა ასევე დამოკიდებული საერთაშორისო მხარდაჭერა. გთხოვთ არ შედრკეთ და ბოლომდე ვირწმუნოთ, რომ ჩვენი გამარჯვება ჩვენსავე ხელშია.

მიყვარხართ თქვენი ერთგული მ. სააკაშვილი“. – ვკითხულობთ მიხეილ სააკაშვილის გამოგზავნილ წერილში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g