პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, „მიხეილ სააკაშვილმა, სხვა პოლიტიკურ ძალებთან მეგობრობა უნდა ისწავლოს და სულ თვითონ არ უნდა იყოს პრინცის როლში“.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა შეძლოს, „მეგობრული და მშვიდობიანი ადამიანი უნდა გახდეს, რომელიც თავს არ ესხმის სხვა პოლიტიკურ ძალებს“.
ხვიჩიას განმარტებით, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას „მარილი აკლდა“, რადგან კითხვაზე „შევა თუ არა ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში“ – პასუხი ვერ მივიღეთ.
ვამაყობ, რომ ნიკა მელიას თანამებრძოლი ვარ, აღფრთოვანებული ვარ მისი გამბედაობით, ციხის შიში საერთოდ გააქრო: მიხეილ სააკაშვილი
ვიდეო: ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ – მჯერა, არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში კვლავ შევხვდებით არა მხოლოდ კიევში, არამედ თბილისშიც: ნიკა მელია
„სხვა შემთხვევაში, სააკაშვილის მაინცდამაინც დიდი მონატრება არ ჩანს. თავისით კიდევ ვერ ჩამოდის, ვერც მარტო მის პარტიას ჩამოჰყავს, მხოლოდ იქით დადიან. იმისთვის, რომ სააკაშვილი აქ ჩამოვიდეს, უნდა გახდეს მეგობრული, მშვიდობიანი და თავს არ უნდა ესხმოდეს სხვა პოლიტიკურ ძალებს. ჩემი აზრით, ამ შეხვედრას რაღაცა ტიპის მარილი აკლდა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვერ მივიღეთ მთავარ კითხვაზე პასუხი – შევა თუ არა „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
