“მიხეილ სააკაშვილმა ახლა დაიწყო უკვე ულტიმატუმების წაყენება სტრასბურგის სასამართლოს მიმართ”,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა.
მან მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა დაემორჩილოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდებას.
„ სტრასბურგის სასამართლომ მკაფიოდ თქვა, რომ ის არ ექვემდებარება სააკაშვილის არსად გადაყვანას და მისი მოთხოვნა უსაფძვლოა. სტრასბურგის სასამართლომ მას დაჟინებით მოუწოდა, რომ შეეწყვიტა შიმშილობა, ჩვენ დაგვავალა, რომ საჭიროების შემთხვევაში ადეკვატური მკურნალობა აღმოუჩინონ. ეს ყველაფერი ხორციელდება ჩვენი მხრიდან, თუმცა, მან ეხლა დაიწყო ულტიმატუმების წაყენება სტრასბურგის სასამართლოს მიმართ. სჯობს დაემორჩილოს ამ მოწოდებას და იბრძოლოს თავის გამართლებისთვის, როგორც სტრასბურგის სასამართლოში, სადაც გასაჩივრებული აქვს ორი განაჩენი და ასევე იმ სასამართლეოებზე რომლებიც მიმდინარეა”,-განაცხადა სოზარ სუბარმა.
