საქართველო მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდებას აღარ ატარებს.
ცოტა ხნის წინ, უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ იმსჯელა სააკაშვილისთვის საპატიო დოქტორის წოდების ჩამორთმევის საკითხზე და დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნული წინადადებით სამეცნიერო საბჭოს სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა არაიკ ჰარუთიანიანმა მიმართა.
სომხეთის განათლების მინისტრის ეს მოწოდება მას შემდეგ გაისმა, რაც მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ განცხადა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს ეკუთვნის და ამას ვერაფერი შეცვლის.
