LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილს უკრაინას არ გადასცემენ: შალვა პაპუაშვილი

73
unnamed

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა თქვა, რომ სააკაშვილს უკრაინას არ გადასცემენ და ამის მოთხოვნის არც რაიმე მექანიზმი არსებობს.

მისივე თქმით, სააკაშვილი ქართული სასამართლოს მიერ არის მსჯავრდებული და ის მსჯავრს ქართულ ციხეში მოიხდის.

„უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტი ზელენსკი, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, თავის მოქალაქეებზე ზრუნავს და აქედან გამომდინარე ეს მისი ვალდებულებაც არის, რომ იზრუნოს, რომ საკუთარი მოქალაქეების ინტერესები იყოს დაცული.

მთელი პარადოქსიც ამ სიტუაციის ის არის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის მოქალაქე არის და მერე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის მსჯავრს. ეს არის მთელი პარადოქსი.

რაც შეეხება სამართლებრივ ბერკეტებს, არსებობს ქვეყნებს შორის ასეთი ურთიერთობა, მაგრამ რაიმე ბერკეტი (სააკაშვილის გადაცემის) მოთხოვნის არ არსებობს. სააკაშვილი ქართული სასამართლოს მიერ არის მსჯავრდებული და ის მსჯავრს მოიხდის ქართულ ციხეში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის ყოველთვის ზრუნავს და ყველაფერს აკეთებს უკრაინის მოქალაქეების დასაბრუნებლად და ეს ეხება საქართველოში დაპატიმრებულ მიხეილ სააკაშვილსაც, რომელმაც უკრაიანის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g