LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, კოსტავას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

168
კოსტავას

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, კოსტავას ქუჩაზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან გმირთა მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

რუსთაველის გამზირიდან მიმავალი საავტომობილო ნაკადისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით, ხოლო ნ. ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით, მძღოლები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.

შეზღუდვა 8 დეკემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები