LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საახალწლო სუფრა 6%–ით გაძვირდა

897

სააახალწლო სუფრა წინა წელთან შედარებით, წელს 6%–ით გაძვირდა.

ამის შესახებ ”ფორტუნას” ეკონომიკის ექსპერტმა და სტატისტიკოსმა, სოსო არჩვაძემ განუცხადა.

სოსო არჩვაძის თქმით, მოკრძალებული საახალწლო სუფრის გაწყობა წელს 325–330 ლარამდე დაჯდება.

„როცა კალათის ღირებულებას ვანგარიშობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ  წინასაახალწლო სუფრა არ არის ჩვეულებრივი ვახშმის სუფრა. როგორც წესი, დატვირთა წინასაახალწლო დღეებშია და შემდეგ ნაკლები ხარჯია. ღირებულების მიხედვით, საახალწლო სუფრაში იგულისხმება არა მხოლოდ ღამის 12–დან დილის 6 საათამდე, არამედ რამდენიმე დღე. საქართველოში სტუმრიანობა ახალ წელს ტრადიციაა. შესაბამისად, სულ მცირე 6 კაცზე გაშლილი სუფრა უნდა გავთვალოთ“, – განაცხადა სოსო არჩვაძემ „ფორტუნასთან“.

არჩვაძის თქმით, ამ კალკულაციის დროს ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში მოსახლეობის 85% მართლმადიდებელია, ხოლო მათი 40% იცავს საშობაო მარხვას.

„ყველა სუფრაზე არ იქნება და ვერც იქნება ინდაური ან სხვა ხორცეული. რწმენის ან ფინანსური შესაძლებლობის გამო, ამ კალკულაციაში ლაპარაკია  საშუალო მაჩვენებლზე“, – განაცხადა არჩვაძემ „ფორტუნასთან“.

ანალოგიური სუფრის გაწყობისთვის წინა წელს 314 ლარამდე იყო საჭირო, ხოლო 2014 წელს ეს სუფრა დაახლოებით, 290 ლარი დაგიჯდებოდათ.

 

 

magti 5g