LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარჩევნო რეფორმაზე შექმნილი ჯგუფი საარჩევნო კომისიების ახალი წესით დაკომპლექტებაზე მუშაობს: ლევან ნატროშვილი

89
FORTUNA.GE- (3)

საარჩევნო კომისიების ყველა წევრს უფლებამოსილება შეუწყდება და კომისიები თავიდან დაკომპლექტდება. ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო რეფორმაზე შექმნილი ჯგუფი საარჩევნო კომისიების ახალი წესით დაკომპლექტებაზე მუშაობს.

ჟვანია ულუ და ჟვანია ნარინი ვერ გვეყოლება, თამარ ჟვანია ავტომატურად წავა – ელისაშვილი

ნატროშვილი ამბობს, რომ საარჩევნო ცვლილებები სხვანაირად ვერ განხორციელდება, რადგან ძველი კომისიის მიმართ გარკვეული კითხვები და უნდობლობა არსებობს, ამიტომ ახალი არჩევნებიც ახალმა კომისიამ უნდა ჩაატაროს:

“იდეა ეს არის. სხვა შემთხვევაში, რა აზრი აქვს საარჩევნო ცვლილებებს, თუკი ადგილობრივ არჩევნებს ახალი სისტემით არჩეული კომისია არ ჩაატარებს და ჩაატარებს ისევ ძველი კომისია, რომლის მიმართაც არსებობს კითხვები და პრობლემა ნდობის კუთხით. სისტემა იცვლება იმისთვის, რომ შემდგომი არჩევნები ახალმა საარჩევნო კომისიამ ჩაატაროს”, – განაცხადა ნატროშვილმა.

დღეს მოქმედი წევრების, მათ შორის, თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი არ განხილულა: ცესკო

 

პოპულარულები