LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარსებო შემწეობა მთლიანი მოსახლეობის 17.7%-მა მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო ბოლო ტენდენციებს აქვეყნებს

38
სიღარიბე

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე თვეში საარსებო შემწეობა სულ 660 833-მა სოციალურად დაუცველმა პირმა აიღო, რაც საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 17.7%-ია. ეს ნიშნავს იმას, რომ სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 9 208-ით შემცირდა.

უწყების ცნობით, სექტემბერში, ბიუჯეტიდან საარსებო შემწეობაზე 56 მილიონ 451 ათას ლარამდე დაიხარჯა.

როგორც სააგენტო იუწყება, 2019 წლის დეკემბრიდან 2022 წლის აგვისტოს ჩათვლით, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდებოდა. მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში კი მათი რაოდენობა 21 865-ით გაიზარდა.