საქართველოს საბაჟო საზღვარზე, ერთი პირი დააკავეს, რომელიც საბაჟო კონტროლისგან მალულად, 1139 მაჯის საათის გადატანას ცდილობდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, საათების გადატანას მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავით, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით ცდილობდა.
მაჯის საათების საბაჟო ღირებულება 17 199 ლარს შეადგენს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.