LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საათობრივი პარკირება “სითი პარკის” პროექტია – დავით მესხიშვილი “პარკირების გაძვირებაზე”

170
20180919114032

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი, საათობრივი პარკირების სისტემის შესახებ წერს. მესხიშვილის თქმით, ეს არა მერიის ახალი, არამედ სითი პარკის ძველი იდეაა.

მისივე თქმით, ეს იდეა ავტომფლობილების მხრიდან დიდი აგრესიის გამო, ვერ განხორციელდა.

“თბილისის მერიამ ახლა დაიწყო “სითი პარკის” მიერ 2009 წელს შემოთავაზებული პროექტის განხორციელება (ზონალური, საათობრივი) და ეს არ არის თბილისიის მერიის იდეა, როგორც ამას თავად ასაღებენ. “სითი პარკია” ამ იდეის ავტორი.

რატომ ვერ განახორციელა ზონალური პარკირების პროექტი “სითი პარკმა”? მაშინ ამ პროექტის დაწყებას საზოგადოების მხრიდან მოჰყვა ძალიან მწვავე რეაქცია: “პარკირებას გვიძვირებენ”. არადა “სითი პარკს” შეძენილი ჰქონდა პარკომეტრები, ბარათები და სხვა საჭირო ატრიბუტიკა. რამდენიმე ქუჩაზე დამინტაჟებულიც კი. თუმცა, ავტომფლობელების მხრიდან იმდენად დიდი აგრესია წამოვიდა, რომ თბილისის მერია იძულებული გახდა შემოეღო იაფიანი პარკირების სისტემა (50 ლარი – 1 წელი).

მაინც გვახსოვდეს უახლესი ისტორია,” – წერს დავით მესხიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g