LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საავადმყოფო გადავსებულია – “დელტა” შტამი შედარებით მძიმედ მიმდინარეა: მაია ზალდასტანიშვილი

98
maia zaldastanishvili

“დელტა” შტამი შედარებით მძიმედ მიმდინარეა და მის სამიზნეს არამარტო ხანდაზმულები, არამედ სამწუხაროდ, ახალგაზრდებიც წარმოადგენს.” – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგემ მაია ზალდასტანიშვილმა “რუსთავი 2”-თან საუბრის დროს განაცხადა.

მან კლინიკაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და თქვა, რომ საავადმყოფო პაციენტებით გადავვებულია:

“მინდა გითხრათ, რომ საავადმყოფო გადასვებულია. ეს შტამი (დელტა) ევროპულ შტამს იმით ჰგავს, რომ ადვილად გადამდებია, მაგრამ ევროპული შტამი შედარებით მსუბუქად მიმდინარე იყო, “დელტა” შტამი შედარებით მძიმედ მიმდინარეა და მის სამიზნეს არამარტო ხანდაზმულები, არამედ, სამწუხაროდ, ახალგაზრდებიც წარმოადგენს, ამიტომ როგორმე უნდა მოვერიდოთ და თავი ავარიდოთ თუ ეს შესაძლებელია.” – თქვა ზალდასტანიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მუდმივად არიან მიღება-გაწერის რეჟიმში, ამ წუთში შესაძლოა, იყოს ორი თავისუფალი ადგილი, რომელიც ძალიან სწრაფად ივსება. ზალდასტანიშვილის თქმით, მათ საავადმყოფოში კოვიდპაციენტი გუშინ არ გარდაცვლილა, თუმცა, ზოგადად, გარდაცვალების შემთხვევები ფიქსირდება.

ბოლოს კი ისაუბრა იმ მაჩვენებლებზე, რომლის შემთხვევაშიც კოვიდპაციენტს ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება:

“ეს ისეთი დაავადებაა, იმის განსაზღვრა – რა იქნება ხვალ, სამწუხაროდ, წინასწრ ვერ ხდება, მაგრამ თუ პაციენტს ნორმალური სატურაცია უფიქსირდება, ანუ არ სჭირდება დამატებით სასუნთქი აპარატი, აქვს შედარებით ნორმალური ანალიზები და არ აღენიშნება მძიმე ინტოქსიკაციის მოვლენები, რა თქმა უნდა, მას არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია.” – თქვა მაია ზალდასტანიშვილმა.

magti 5g