LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საავადმყოფოში ექიმის ცემის საქმეზე ბრალდებული დააკავეს

კლინიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიღომში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ექიმზე თავდასხმისთვის 1993 წელს დაბადებული პირი თბილისში დააკავეს.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამ დროისთვის ბრალდებული საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას, რომელსაც ბადრაგი იცავს.

შემთხვევა 5 იანვარს მოხდა. დაშავებულ ექიმს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g