LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მსოფლიოს საგზაო ასოციაციის წევრი გახდა

133
01

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ 27-ე მსოფლიო საგზაო კონგრესის ფარგლებში მსოფლიო საგზაო ასოციაციის (PIARC) პრეზიდენტთან ნაზირ ალისთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოზე გამავალი საერთაშორისო მაგისტრალების განვითარების მიმდინარეობაზე და პროგრესზე, ასევე, დეპარტამენტსა და ასოციაციას შორის ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ კონგრესის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მსოფლიო საგზაო ასოციაციის 126-ე წევრი გახდა.

„100 წელზე მეტი ისტორიის მქონე მსოფლიო საგზაო ასოციაციას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საგზაო დარგის ტექნოლოგიების, ინჟინერიის და სხვა მიმართულების განვითარებაში. დღეიდან საქართველო, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის სახით იქნება წარმოდგენილი, ასოციაციის  კომიტეტების და სხვადასხვა მიმართულების სამუშაოებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს,“ – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.