LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია

143
რიკოთი

რიკოთის მონაკვეთის 141-ე კმ-ზე დასრულდა ჩამოწოლილი ზვავისგან გზის სავალი ნაწილის წმენდის სამუშაოები და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„ზვავის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა.

ინტენსიური თოვის გამო რიკოთის საავტომობილო გზის სრულ მონაკვეთზე სპეციალური ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს გზის წმენდის სამუშაოებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მანამდე საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაზიანდა 4 ავტომანქანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g