LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

160
ავტო

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი, მისი მოადგილეები სალომე წურწუმია და დავით გეწაძე, სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მაჩეი ჩურა,  სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი როლანდ პრაისი, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ჰიროიუკი მორი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სხვა წარმომადგენლები.

საკოორდინაციო შეხვედრის მონაწილეებმა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების პროგრესი და შედეგები განიხილეს.  ასევე, ისაუბრეს დაგეგმილი პროექტების შესახებაც.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერა, ძირითადად, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მოდერნიზებისა და ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოებისკენაა მიმართული.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ხასიათის შეხვედრები ხელს შეუწყობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სახელმწიფო უწყებების ეფექტიან კოორდინაციას, პარტნიორობას და რომ ურთიერთთანამშრომლობა მომავალშიც  გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები