თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის სურამის მონაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს, ხიდის კონსტრუქციიდან მუშა გადავარდა.
33 წლის უშანგი ამირანაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
ავტობანზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კომპანია „სინო ჰიდრო“ აწარმოებს.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.