საბა ლობჟანიძე დანიური “რანდერსის” ფეხბურთელი გახდა.
კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, თბილისის “დინამოს” ყოფილმა შემტევმა ახალ გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ლობჟანიძე 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
„რანდერსი“ ამავე სახელწოდების ქალაქის გუნდია. კლუბი 1898 წელსაა დაფუძნებული. 2003 წელს პირველ დივიზიონში მოთამაშე კლუბი 5 სამოყვარულო გუნდს შეერწყა. საშინაო მატჩებს გუნდი სტადიონ „აუტო სი პარკზე“ ატარებს, რომელიც 12 ათას მაყურებელს იტევს.
„რანდერს“ 4-ჯერ აქვს ქვეყნის თასი მოგებული.