LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბა ყველაზე ძვირია: ყველაზე ძვირადღირებული ქართველები

102

საბა კვირკველია კვლავ ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია.

კვირკველიას ტრანსფერი გასულ წელს ქართველებში ისედაც ყველაზე ძვირად ღირებული იყო და 4,5 მილიონ ევროს შეადგენდა.

ახლა კი გერმანულმა სამენეჯერო ინტერნეტ-სააგენტო ”ტრანსფერმარკტმა” მისი შეფასება 1,3 მილიონით გაზარდა და გრაფაში 5,8 მილიონი დაუწერა.

ეს მაჩვენებელი ბოლო 5 წელიწადში საქართველოს ნაკრების წევრებში სარეკორდო მაჩვენებელია.

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის ”ლოკომოტივის” 25 წლის ცენტრალურმა მცველმა 2017 წელი მშვენივრად ჩაატარა, 20 ტურში 7-ჯერ მოხვდა რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში და ბოლოს, საშემოდგომო ეტაპის სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელეს.

27 დეკემბერს, ფეხბურთის ფედერაციის ტრადიციულ დაჯილდოებაზე, საბა კვირკველია 2017 წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად აღიარეს.

ბრიტანული მედიის ცნობით, კვირკველიას გადაბირება ინგლისურ ”ბრისტოლსა” და ”ლესტერს” სურთ.

ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების სიაში მეორე ადგილზე გურამ კაშიაა (არნემის ”ვიტესი”), მესამეზე კი ვაკო ყაზაიშვილი (”სან-ხოსე”).

”ტრანსფერმარკტი” კაშიასა და ყაზაიშვილის ტრანსფერს 2,5 მილიონ ევროდ აფასებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g