საბადურის ტყეში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. დაშავდა ორი ადამიანი.
როგორც შსს-ში განაცხადეს, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ფოტო: „ფორმულა“