დაცული ტერიტორიების ეროვნულმა სააგენტომ ახლახან გამოაქვეყნა საბადურის ტყის ფოტოები – „ასეთი ამბებია თბილისის ეროვნულ პარკში“, დაწერა „ფეისბუქ“-გვერდმა.
დათოვლილი ულამაზესი გზა გუშინ ასე გამოიყურებოდა. შეგახსენებთ, ეს არის თიანეთისკენ მიმავალი გზა, სადაც ზღაპრული სილამაზეა. ერთ-ერთმა უცხოურმა გვერდმა სოციალურ ქსელში გარკვეული პერიოდის წინ სწორედ ეს დათოვლილი გზა გადაიღო და გამოაქვეყნა. ვიდეოს აღფრთოვანებული კომენტარები მოჰყვა „ფეისბუქზე“.