LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტს შესაძლებლობა ექნება, სწავლის განმავლობაში აირჩიოს და გაიაროს მასწავლებლის მომზადების პროგრამა

85
Untitled design (1)

საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტი, სწავლის განმავლობაში შეძლებს, აირჩიოს და გაიაროს მასწავლებლის მომზადების პროგრამა, სწავლის დამთავრების შემდგომ კი, პროფესიის ბაკალავრის დიპლომთან ერთად ასევე მასწავლებლად მუშაობის უფლება მოიპოვოს.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი ამილახვარის განცხადებით, აღნიშნული საკითხის განხილვას კომიტეტი დღეს იწყებს.

მისი შეფასებით, ამ ინიციატივის შესაბამისად შესაძლებელი გახდება მასწავლებლის მომზადება და პროფესიაში შესვლა უფრო მცირე დროში და კურსდამთავრებულებს გაეზრდებათ მოტივაცია დასაქმების კუთხით:

“განათლების და მეცნიერების კომიტეტი იწყებს ორ თემატურ მოკვლევას მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე, ერთი “სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების ეფექტიანობის შეფასებას” და მეორე “ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შეფასებას”.

პირველი მოკვლევის ფარგლებში შევისწავლით სასკოლო სახელმძღვანელოთა გრიფირების პრაქტიკას და მასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას, ხოლო მეორე მოკვლევის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებაზე და სკოლის შემდგომი განათლების მიღებაზე; მოკვლევების შედეგად გამოვლენილ საკითხებზე კომიტეტი შეიმუშავებს შესასრულებელ რეკომენდაციებს, რომელსაც წარვუდგენთ საზოგადოებას.

დღეს ასევე ვიწყებთ განხილვას ერთი მნიშვნელოვანი საკითხის, რომელიც შეეხება საბაკალავრო პროგრამებში ე.წ მასწავლებლების მომზადების მაინორ პროგრამების დანერგვას. აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს, რომ საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტს, შეეძლება სწავლის განმავლობაში აირჩიოს და გაიაროს მასწავლებლის მომზადების პროგრამა და სწავლის დამთავრების შემდგომ, პროფესიის ბაკალავრის დიპლომთან ერთად ასევე მოიპოვოს მასწავლებლად მუშაობის უფლება.

შესაბამისად შესაძლებელი გახდება მასწავლებლის მომზადება და პროფესიაში შესვლა უფრო მცირე დროში და კურსდამთავრებულებს გაეზრდებათ მოტივაცია დასაქმების კუთხით, ასევე აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლების მომზადებას ე.წ სტემ საგნებში, სადაც დღეს გვაქვს გამოწვევები”, – აღნიშნა ამილახვარმა.

magti 5g